ქ.თბილისის #50 საჯარო სკოლა წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. საჯარო სკოლის სტატუსი 1. საჯარო სკოლა (შემდგომში-სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
I. ზოგადი დებულებები
2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართვას საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 3. სკოლა იქმნება სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრეთვე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩლედ და მოპასუხედ.
5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. მუხლი 2. სკოლის მისია # 50 საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს უსაფრთხო და მრავლის მომცველი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათში ქვეყნიუს ინტრესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით განვითარებას. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), შეფასებისა და თვითშეფასების უნარს. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლება არის სკოლის უპირველესი პრიორიტეტი. თვითოეული მოსწავლე სრულუფლებიანი ინდივიდია, მათ უნდა მიარწიონ არა მხოლოდ მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს, არამედ გამოიმუშავონ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი და თვითშეფასების უნარი. ჩვენი აზრით ქვეყნების ისტორიისა და ადათ-წესების შესწავლა და პატივისცემა კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარი ენის, სამშობლოსა და რელიგიის სიყვარულსა და პატივისცემას. Aამ მიზნით სკოლაში ისწავლება არაბული და ფრანგული ენა და ინგლისურისა და რუსულის გაღრმავებული კურსი. II. სკოლის სტრუქტურა და მართვა მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. მუხლი 4. სამეურვეო საბჭო 1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენლისაგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი. Mმშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თვითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს ხმის უფლებით.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სამეურვეო სბჭოს ხელმძღვანელბს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას სკოლის დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა წევრთაგან საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.
4. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყიში.
5. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
6. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები სკოლის სამეურვეო საბჭო: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის წესს;
დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; ზ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
თ) უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
ი) უფლებამოსილია მოთხოვოს სკოლის დირექტორს ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
კ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;
ლ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;
მ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს;
ნ) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;
ო) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს;
პ) სკოლის დირექტორის წარდგენით ამტკიცებს, ადამიანური რესურსების მართვისპოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგია და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას;
2. ამ მუხლის ”ბ”, “გ”, “დ“ და ”ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას _ სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. მუხლი 6. სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერისაგან. 2. სკოლის დირექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმარლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის. 3. სკოლის დირექტორს ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით. 4. სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული და სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატებისგან ირჩევს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. 41 დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. შკოლის დირექცია ხელს უწყობს დირექტრების კანდიდატების მიერ საარჩევნო კომპანიის წარმოებას, კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებას, სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან. 5. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 6. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. მუხლი 7. სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან; ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას; თ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები; კ) განკარგავს თანხებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით; ლ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; მ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას; 2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესებზე; ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურ გამოყენებაზე; გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე; მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი; 2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. 3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლოს თანაბარი ხმის უფლებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა. 7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაზე შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში. დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. ე) ყოველი წლის დასაწყისში შეიმუშაოს გაკვეთილებზე დასწრების რელევანტური წესი; მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. 2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს. 3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით: ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით; დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს; ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს. ვ) სკოლებში,სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე თითოეულზე. Kლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად.Aამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი. ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შეთხვევაში კი სკოლის დირექტორთან. თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი. 4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ხოლო საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები იმავე წესით ირჩევენს აგრეთვე სამეურვეო საბჭოში საშუალოს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს. 5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართვლობის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 6. მოსწავლეთა თვითმმართველობა: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ. ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით; გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში; დ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს. 7. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისუთანავე/დასრულებისთანავე. მუხლი 11 მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები 1. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. 2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. 3. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
მუხლი 16. სკოლის ქონება D დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც საჭიროების თანხმობას 1. სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განხორციელების შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გახორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 4. ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულება აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა. 5. სკოლას უფლება არ აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარი, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარდ დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსტან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. Mმუხლი 18.სკოლის ფინანსები 1.Kსკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით. 2. სკოლის კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. მუხლი 19. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა 1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს შესაბამისი ტერორისტული ორგანოს მეშვეობით, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მეშვეობით. 2. დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 3. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10% მეორე მუხლში. Aამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მმასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის მიერ წარდგენილი სკილის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი. მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი 1. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო კანონით გათვალისწინებული წესით. 2. სკოლა ყოველი წლის არაუგვიანეს 1-ლი მაისისა მკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით. 3. მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. სკოლამ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარადგინოს არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. V. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი.
III. დისიპლინარული და საჩივრის განხილვის წესი
მუხლი 12. დისიპლინარული დევნა 1. დისიპლინარული დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. სკოლის შიონაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისიპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს. 3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევებია, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინურისახდელი. 4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს. 5. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. 6. დირექტორისა და დისიპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისიპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო საბჭოში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 13. დისციპლინური კომიტეტი 1. დისიპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისიპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. 2. დაუშვებელია დისიპლინური კომიტეტის სპეცილური შემადგნლობის მოწვევა კონკრეტული შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით. 3. სამეურვეო საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით 1 წლის ვადით ირჩევს დისიპლინური კომიტეტის წევრებს. Dდისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს: ა) სამეურვეო საბჭოს მშობლების მიერ არჩეულ წევრებს; ბ) პედაგოგიურ საბჭოს; გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმართველობას. მუხლი 14. სააპელაციო კომიტეტი 1. დისიპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრების განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. 2. დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგნლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით. მუხლი 15. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა 1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირქტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. 2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში. 3. დირექტორის გადაწყვეტილება მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვლდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში. 4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები: ა) განმცხადებლი ვინაობა და მისამართი; ბ) უფლების დარღვევის არსი; გ) მოთხოვნის არსი. IV. სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 21. სკოლის რეორგნიზაცია და ლიკვიდაცია 1. სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ა) თუ სკოლის საქმიანობ ანტიკონსტიტუციურია; ბ) თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმატიზაცია; გ) თუ სკოლა არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახვა შემთხვევებში. 2. სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებბს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომელიც შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი. 3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 22. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. სახელობო სგანმანათლებლო პროგრამა სკოლას უფლება აქვს მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში მოსწავლეს შესთავაზოს არჩევითი აკადემიური საგნების ნაცვლად სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა. სახელობო სგანმანათლებლო პროგრამა შედგენილი უნდა იყოს პროფესიული სწავლების ცენტრებთან და სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრთან კონსულტაციების საფუძველზე.მოსწავლე, რომელიც გაივლის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას და სავალდებულო საგნებს, აიღებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატს და, თუ პროფესიული სწავლების ცენტრის შესაბამისი კომისიასთან ჩააბარებს გამოცდას, მიიღებს სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატს. VII გარდამავალი დებულებები მუხლი 26. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესდებით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს არჩევამდე სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ითავსებს სკოლის დირექტორი. 2. მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი არჩევნების განრიგს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მნეცნიერების მინისტრი.
VI. განსაკუთრებული დებულებანი
Комментариев нет:
Отправить комментарий